მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების მიზნით, GCCA-სა და „რითეილ ასოციაციის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სტანდარტები. ასევე, იმსჯელეს საქმის შესწავლის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის მიზნით შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს.

 

შეხვედრას „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი, სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე და ასოციაციის წევრი კომპანიების -„კარფურის“, „ნიკორას“, „დომინოს“, „აგროჰაბის“, „გალფის" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს