ენერგეტიკული საწამოების მიმართ არსებული დავალიანებებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების საკითხები კომერციული საიდუმლოება ხდება, -  ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.

განკარგულების მიხედვით, კომერციული საიდუმლოება იქნება ენერგეტიკულ საწარმოებთან დაკავშირებული პროექტების განმარტებითი ბარათიც.

„ენერგეტიკული საწამოების მიმართ არსებულ დავალიანებებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის #1338 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართი#1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამ განკარგულების დანართი #1, ასევე ამ ამავე განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია (მათ შორის პროექტების განმარტებითი ბარათი), მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად“, - წერია განკარგულებაში.