OPEC+-ის მინისტრებმა, ონლაინ შეხვედრის დროს დაადასტურეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებები 2026 წელს ნავთობის წარმოების დონის შესახებ; მიმდინარე წარმოების კვოტები ძალაში დარჩება მთელი წლის განმავლობაში, – ნათქვამია OPEC-ის პრესრელიზში.

მინისტრებმა ასევე დაამტკიცეს მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნება მონაწილე ქვეყნების მაქსიმალური წარმოების სიმძლავრეების დასადგენად, რაც 2027 წლის წარმოების დონის საფუძველს წარმოადგენს.

OPEC+-ის რვა ქვეყნის მინისტრებმა, რომლებიც კვირას ონლაინ შეხვედრაზეც შეიკრიბნენ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაადასტურეს ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის წარმოების ზრდის 2026 წლის პირველ კვარტალში შეჩერების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ კვარტალში წარმოების დონე დეკემბრისთვის მოქმედი კვოტების დონეზე განისაზღვრება.

OPEC+-ის რვა მოხალისე ქვეყნის შეხვედრა 4 იანვარს არის დაგეგმილი, ხოლო OPEC+–ის  ყველა ქვეყნის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.

წყარო: interfax