„გამოდის, რომ იმ კონკრეტულ გადამცვლელ პუნქტში ყოველდღიურად 2 მლნ ლარის ექვივალენტი უნდა დახურდავებულიყო. თანაც, ეს ასე უნდა ყოფილიყო უწყვეტად 3 წლის განმავლობაში, დღის ჩაგდების გარეშე“, - ამის შესახებ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომისტმა, გიორგი ხიშტოვანმა, განაცხადა.

მისი თქმით, ზედმეტად დიდი თანხის დეკლარირება ხდებოდა ყოველდღიურად იმისთვის, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

„დღემდე არაა ცნობილი, ვინ იყო ამ ჯგუფში, დაკავებული ადამიანის გარდა. საქმე გრანდიოზულ მასშტაბებთან გვაქვს - ჩემთვის ვანგარიშობდი და, პერიოდის მიხედვით, როცა ეს მოხდა, აღნიშნული თანხა საქართველოს მთლიანი დეპოზიტების 4%-ია.

უფრო დეტალურად რომ შევხედოთ - რა თანხაზეც არის საუბარი, გამოდის, რომ იმ კონკრეტულ გადამცვლელ პუნქტში ყოველდღიურად 2 მლნ ლარის ექვივალენტი უნდა დახურდავებულიყო. თანაც, ეს ასე უნდა ყოფილიყო უწყვეტად 3 წლის განმავლობაში, დღის ჩაგდების გარეშე.

წარმოიდგინეთ, ობიექტი ყოველდღიურად ქაღალდზე ამ მასშტაბის ტრანზაქციების დეკლარირებას აკეთებდა და, როგორც ჩანს, ეს თვალში არავის მოხვდა. ჩემი აზრით, ეს იმდენად დიდი ამბავია, რომ ვინმეს უნდა შეემჩნია. გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ ყოველდღიური გადახურდავებისთვის ეს საშუალოზე მაღალი თანხაა. დასაშვებია, რომ ერთჯერადად რომელიმე გადამცვლელმა პუნქტმა ეს თანხა გადაახურდავოს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ეს ყოველდღიურად ხდება, როგორც მინიმუმ, ეჭვს ბადებს“, - განაცხადა ხიშტოვანმა გადაცემაში „360 გრადუსი“.

bpn.ge