„გთხოვთ რომ იბრძოლოთ. იბრძოლოთ მშვიდობით, მშვიდობისთვის. არ შეგეშინდეთ არასდროს. შიში კლავს თავისუფლებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი, ნოდარ სირბილაძე სოციალურ ქსელში წერს და ე.წ. „რუსულ კანონს“ ეხმაურება. მისი თქმით, შიში კლავს ყველაზე უნიკალურს - ადამიანის ბუნებას.

„ჩემო ძვირფასო და კარგო სტუდენტებო.

იცით რომ 25 წლის ვარ, სულ რამდენიმე წელია ჩვენს შორის სხვაობა. ერთი თაობა ვართ და ის რაც ქვეყანაში ხდება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც წარმატების მიღწევას მუხლჩაუხრელი შრომა და უამრავი ღამის გათენება სჭირდება. და სწორედ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენი ძვირფასი დრო მიდის იმის ბრძოლაში, რაც ბუნებრივად უნდა არსებობდეს - თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

გთხოვთ რომ იბრძოლოთ. იბრძოლოთ მშვიდობით, მშვიდობისთვის.

არ შეგეშინდეთ არასდროს.

შიში კლავს თავისუფლებას

შიში კლავს ინდივიდუალიზმს

შიში კლავს ყველაზე უნიკალურს - ადამიანის ბუნებას.

პატივისცემით, თქვენი „ტატუებიანი ლექტორი", - წერს ნოდარ სირბილაძე.