2026 წლის 9 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 33.6 ათასი ტონა, ზრდამ 30 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 9 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
„საავიაციო სექტორში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა და ამ მაჩვენებელმა 6.6 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 9 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.