“ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ნათია ჯანაშია, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, საქართველოს უმდიდრეს ადამანთა ტოპ ასეულში შევიდეს. ამის საფუძველს იძლევა გავრცელებული ცნობები მის მფლობელობაში არსებული, ლისის ტბის მიმდებარედ, მულტიმილიონერთა უბანში, მაგნოლიას ქუჩაზე განთავსებული, გრანდიოზული, 3 820 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის მქონე სასახლის შესახებ და ცნობები ნათია ჯანაშიას კიდევ ერთი აქტივის შესახებ, რომელიც ასევე ამ ბოლო დროს აღმოჩნდა და საქართველოში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ საკურორტო-რეკრეაციულ სივრცეშია განთავსებული. დეტალები ამ აქტივის თაობაზე, რამდენადაც ცნობილია, ზუსტდება“, - ამბობენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას მონიტორინგის
სამსახურში.
შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” აქციონერთა შორის მიმდინარე ბიზნეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს და მასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე საზოგადოებას მოპოვებულ ინფორმაციას პერიოდულად უზიარებს.
აფბას მონიტორები ამბობენ, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორი და მინორიტარი აქციონერი, ნათია ჯანაშია, სადღეისოდ, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია და მისი აქტივების ღირებულება 80 მილიონ ლარს ბევრად აღემატება.
„ნათია ჯანაშიას კეთილდღეობის მთავარი წყარო „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ მსხვილი ინვესტორის შესვლა იყო. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული გროვდება მისი სიმდიდრე. ქრონოლოგია კი ასე გამოიყურება: 2019 წელს ნათია ჯანაშიამ აკადემიის 70%-იანი წილი 29 მილიონ 300 000 ათას ლარად გაყიდა. ამის შემდგომ პერიოდში, აკადემიის შემოსავლები და მოგება სტაბილურად და განუხრელად მზარდია. აკადემიის საბაზრო ღირებულებაც, ბუნებრივია, მზარდი ტრენდით ხასიათდება. შესაბამისად, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ნათია ჯანაშიას მფლობელობაში არსებულ 30%-იან წილზეც.
ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას საპასუხოდ, უკუშეთავაზებით, მის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის გამოსყიდვაზე გაუგზავნა ოფერი. ინვესტორის მიერ შეთავაზებული თანხა თავად ჯანაშიას მიერ დასახელებულ ფასზე, ერთეულთან მიმართებით, 33%-ით მეტი იყო.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მხოლოდ ხელფასისი სახით, იმ 5 წლიან პერიოდში, როცა ნათია
ჯანაშია „აკადემიის“ მენეჯმენტს განაგებდა ქმართან ერთად, მათ ჯამში, 5 მილიონი ლარი მიიღეს -
წლიურად 1 000 000 ლარი“, - ამბობენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
ორგანიზაციის მონიტორების ინფორმაციით, ცნობილია ასევე, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის საკუთრებაშია მთელი რიგი ელიტარული უძრავი ქონება. კეროდ, - ლუქს-კლასის ავტომობილები, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული იახტა/კატარღები და საბრძოლო და სანადირო იარაღები და სხვა.
მონიტორები მიიჩნევენ, რომ აქტივების ღირებულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ფლობენ ისეთ ძვირადღირებულ ფუფუნების საგნებს, როგორიცაა ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, აქსესუარები, საათები და დიზაინერული სამოსი, ხელოვნების ნიმუშები და სხვ.
„რაც შეეხება სულ ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციას, (რომელიც არავის უარუყვია) დავით ცეცხლაძის სახელზე გაფორმებული, ნათია ჯანაშიას კიდევ ერთ და მთავარი უძრავი ქონების - „მაგნოლიას“ გრანდიოზული - 3 820 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სასახლის თაობაზე, ეს მის აქტივებს, ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, მინიმუმ კიდევ 20 მილიონი ლარით მაინც ზრდის.
ამას უნდა დავუმატოთ ნათია ჯანაშიას კიდევ ერთი აქტივი, რომელიც ასევე ამ ბოლო დროს აღმოჩნდა და საქართველოში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ საკურორტო-რეკრეაციულ სივრცეშია განთავსებული და რომლის თაობაზეც დეტალური ცნობები დაზუსტების სტადიაშია.
ქრონოლოგიურად ისიც ცხადდება, რომ ნათია ჯანაშია აღნიშნული უძრავი ქონებების მესაკუთრედ სწორედ „აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის შემდეგ დაფიქსირდა და სადღეისოდ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთრებაში თავმოყრილი ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავი ქონებით, უდაოდ ხდება საქართველოს უმდიდრესი ადამიანების 100-ეულის წევრობის კანდიდატი”, - აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
ინფორმაციას აფბა ავრცელებს