მომავალ კვირაში, ამერიკული კომპანია Apple Inc. წარმოადგენს ჭკვიანი სახლის ეკოსისტემის პროდუქტების სპექტრს, რომელიც შემუშავებულია LG Electronics-თან პარტნიორობით, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
პრეზენტაცია 13 ოქტომბერს გაიმართება. პროდუქტებს შორისაა კარის ზარი, თერმოსტატი და სხვა აქსესუარები, რომლებიც თავსებადია Apple-ის ახალ ჭკვიანი სახლის მართვის ცენტრთან.
Apple-მა და LG-მ ასევე შეიმუშავეს ჭკვიანი კარის საკეტი, შიდა და გარე უსაფრთხოების კამერები და კამერა პროჟექტორით. LG მოწყობილობებს საკუთარი ბრენდის ქვეშ აწარმოებს. ეს შეთანხმება Apple-ს საშუალებას მისცემს სწრაფად გააფართოოს თავისი ჭკვიანი სახლის ეკოსისტემა წარმოებისა და მომსახურების ხარჯების სრული ტვირთის აღების გარეშე.