2025 წლის ივნისში ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა წინა წლის ივნისთან შედარებით და მოცულობამ 639.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ჯამურად, იანვარ-ივნისში ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას 3.2 მლრდ აშშ.დოლარს გაუტოლდა.
იმპორტი 2025 წლის ივნისში 0.9%-ით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა.2025 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვა 2.0 მლრდ აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 11.9 მლრდ აშშ. დოლარამდე (12.7%-ით) გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მლრდ აშშ.დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მლრდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.