„2024 წელს ახალი ინვესტიცია შემოვიდა მხოლოდ 163 მილიონი დოლარის, დანარჩენი სულ რეინვესტიციაა“, - ამის შესახებ ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2024 წელს 2022 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია 12 სექტორში.
„უცხოური ინვესტიციები ძალიან სწრაფად მცირდება ბოლო ორი წელია. 2024 წლის ინვესტიციები 2022 წლის მონაცემთან შედარებით:
- შემცირდა გართობა, დასვენებაში - 230 მილიონი დოლარით ;
- შემცირდა უძრავ ქონებაში - 215.2 მილიონი დოლარით;
- შემცირდა წყალმომარაგება და ნარჩენებში - 197.3 მილიონი დოლარით;
- შემცირდა ვაჭრობაში - 113 მილიონი დოლარით;
- შემცირდა IT-ში - 84.9 მილიონი დოლარით;
- შემცირდა ენერგეტიკაში - 56.5 მილიონი დოლარით;
- შემცირდა სასტუმროებსა და რესტორნებში - 42.8 მილიონი დოლარით;
- შემცირდა მშენებლობაში - 26.4 მილიონი დოლარით;
- შემცირდა პროფესიულ საქმიანობებში - 25.7 მილიონი დოლარით;
- შემცირდა ბანკებში და დაზღვევაში - 11.6 მილიონი დოლარით;
- შემცირდა სამთომომპოვებელში - 4.1 მილიონი დოლარით;
- შემცირდა სოფლის მეურნეობაში - 3.9 მილიონი დოლარით.
სულ ამ 12 სექტორში ინვესტიციები შემცირდა - 1 მილიარდ 11 მილიონი დოლარით. ამასთანავე, გაიზარდა განათლებაში 2.5 მილიონი დოლარით, ტრანსპორტში - 9.8 მილიონი დოლარით, ჯანდაცვაში - 10.8 მილიონი დოლარით, ადმინისტრაციული საქმიანობებში - 11.3 მილიონი დოლარით, სხვა სახის მომსახურებაში - 19.6 მილიონი დოლარით და მრეწველობაში - 37.9 მილიონი დოლარით - სულ ამ 6 სექტორში გაიზარდა 91.9 მილიონით.
ჯამური შემცირება 2022 წელთან შედარებით არის 919.5 მილიონი დოლარი. 2023 წელს უცხოური ინვესტიციები შემცირდა 16%-ით; 2024 წელს უცხოური ინვესტიციები შემცირდა 30%-ით. 2024 წლის მე-4 კვარტალში სულ შემოვიდა 367.5 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 314.9, ანუ 86%, არის ბანკების და სადაზღვევოებისგან.
2024 წელს ახალი ინვესტიცია შემოვიდა მხოლოდ 163 მილიონი დოლარი, დანარჩენი სულ რეინვესტიციაა.
დასკვნა არის მარტივი, არავის უნდა საქართველოში ინვესტიციის გაკეთება!!!“, - წერს გიორგი ჩუგოშვილი.