ბიზნესმენ ვალერი გელაშვილი-ს ხაშურში დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსის პროექტში ცვლილება განხორციელდა — თავდაპირველად გათვალისწინებული 22 სართულიანი შენობის ნაცვლად, ნებართვა 17-სართულიანი ობიექტის მშენებლობაზე გაიცა,- ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია Qartli.ge გაავრცელა.

ბიზნესმენმა გავრცელებული ინფორმაცია Bm.ge-სთან რამდენიმე საათის წინ დაადასტურა

მისი თქმით, ახალ კორპუსს ხაშურის ცენტრში "ტერასა ივერია" ააშენებს, რომელსაც თავად ვალერი გელაშვილი ფლობს. 

„ხაშურის ცენტრში ამ ადგილზე ძველად სასტუმრო „ივერია“ იყო, მერე სკოლად გადავაკეთე. ეს შენობა ახლა უკვე რეკონსტრუქციას საჭიროებდა და მოითხოვდა, რომ ხაშურის ცენტრი უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. პირველ სართულზე კომერციული ფართებს დაეთმობა.

გვინდოდა, 22-სართულიანი კორპუსი ყოფილიყო, თუმცა ხაშურის მუნიციპალიტეტმა ამაზე უარი გვითხრა და 17-სართულიან პროექტის განხორციელების ნებართვა მოგვცეს. დაახლოებით 200-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება. შენობის საერთო ფართობი 15 000 კვ.მ.-ია და მისი საინვესტიციო ღირებულება 8-10 მილიონი დოლარია“,- აღნიშნა ბიზნესმენმა. 

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ ხაშური-ის ცენტრალურ ზონაში აშენდება, სადაც ბოლო წლებში სამშენებლო აქტივობა გაიზარდა.