უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება როგორც აბსოლუტურ, ასევე ღირებულების ჭრილში, და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ ლუდისა და უალკოჰოლო სასმლის მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, უალკოჰოლო სასმელებზე შიდა მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, რაც ბოლო წლებში თითქმის უცვლელი იმპორტის მოცულობებით დასტურდება.
„უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წელს 150 მილიონ ლიტრს მიაღწია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.