ამერიკულმა ელექტრომობილების გიგანტმა Tesla-მ 2026 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის მიხედვით, შემოსავალმა $22.4 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 16%-იანი ზრდაა. მიუხედავად ამისა, მაჩვენებელი ანალიტიკოსების ნაწილს უფრო მაღალი ეგონა.
წმინდა მოგებამ $1.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო ერთ აქციაზე მოგებამ (EPS) მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ ასევე მოულოდნელად ძლიერი $1.44 მილიარდიანი თავისუფალი ფულადი ნაკადი (Free Cash Flow) აჩვენა, რაც ბაზრისთვის პოზიტიური სიგნალი იყო.
Tesla-ს ძირითადი ბიზნესი კვლავ ავტომობილებია. პირველ კვარტალში კომპანიამ 358,023 ავტომობილი გაყიდა, თუმცა ეს შედეგი მაინც სუსტი კვარტალური მაჩვენებლად შეფასდა, რადგან კონკურენცია იზრდება, განსაკუთრებით ჩინურ ბაზარზე, ხოლო აშშ-ში საგადასახადო შეღავათების დასრულებამ მოთხოვნაზე იმოქმედა.
კომპანია პარალელურად დიდ ფულს დებს მომავალ ტექნოლოგიებში. Tesla-მ 2026 წლის საინვესტიციო ხარჯი $25 მილიარდ დოლარზე მეტამდე გაზარდა, რაც მიმართული იქნება:
- Robotaxi ქსელის გაფართოებაზე
- Optimus ჰუმანოიდ რობოტებზე
- AI ჩიპებსა და მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე
- ახალი მოდელების წარმოებაზე
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ Tesla უკვე მხოლოდ ავტომწარმოებელი აღარ არის და ცდილობს AI/რობოტიკის კომპანიად გარდაიქმნას. თუმცა სხვები აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი მოგების დიდი ნაწილი ჯერ ისევ ავტომობილებზეა დამოკიდებული.
ეს ნიშნავს, რომ Tesla ახლა ორ გზას შორის დგას — დღევანდელი ავტომობილების ბიზნესი და მომავლის AI იმპერია.
წყაროები:
- https://bm.ge/news/rogori-finansuri-shedegebi-aqvs-tesla-s
- https://ir.tesla.com/
- Reuters – Tesla Q1 2026 earnings report
- Wall Street Journal – Tesla surprises with positive cash flow