15 მარტს თეგეტას ახალი მიმართულების მედიაპრეზენტაცია გაიმართასტუმრებს აგრომიმართულების ტექნიკა წარუდგინეს

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება - „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. „თეგეტა აგრის“ პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის თეგეტა ჰოლდინგისსათაო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა დაეთვალიერებინათ და ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

Tegeta Construction Equipment სპეცტექნიკის მიმართულებაში 2007 წლიდან ოპერირებს, მას შემდეგ კომპანია ძირითად აქცენტს საგზაო-სამშენებლო კომერციულ ტექნიკაზე აკეთებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება და შესაბამისი ასორტიმენტის გაზრდა აირჩიეს.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „ეს იყო  მიმართულება, რომლის ათვისებაზეც ბევრს ვფიქრობდით, ვსწავლობდით ბაზარს, ვაკვირდებოდით,რამდენად ვითარდებოდა ქვეყანაში აგროსექტორი. ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო აგრომიმართულების მხარდაჭერას ცდილობს, შესაბამისად,მივიჩნიეთ, რომ შესვლა ამ სეგმენტში დროული იქნებოდა. ჩვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების შეზღუდული რესურსის მაქსიმალური ათვისება,მაალტექნოლოგიური ტექნიკით. კომპანიისხედვა არა უბრალოდ აგროტექნიკის გაყიდვა, არამედ გვსურს, სექტორს, ჩვენი სახით, საიმედო ბიზნესპარტნიორ შევავზოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეგიონში მიმართულების განვითარებაში.

ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმმოთხოვნას, რომლებიც თეორიულადშეიძლება იყოს საქართველოში.მაღალტექნოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წარვადგენთ სომხეთშიც. ჩვენიასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორცმაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონეფერმერებსა და კომპანიებისთვის.მომწოდებლებთან, მწარმოებლებთან ერთად,ვმუშაობთ გადახდის მოქნილ, რეგიონზემორგებულ პირობებზე“.

ღონისძიებაზე Tegeta Construction Equipment- ს Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერთიფიკატი გადაეცა.

კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. „თეგეტა აგრი“ ასორტიმენტი ამ ეტაპზე ხუთი ბრენდისგან შედგება.  Fendt და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის კუთხით დღეს მსოფლიოს ლიდერია. თეგეტა აგრისასორტიმენტშია ჩეხურიბრენდი Zetor, რომელმაც თავისი საიმედოობით ფერმერებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.  კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის Goldoni-ს ტექნიკასაც -  ძირითადად სხვადასხვა ზომისა დასიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახეტრაქტორებს.

ივან ნესტეროვი, AGCO Corporation-ის გაყიდვებისმენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში: მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორიკომპანია, თეგეტას სახით, რომელიც ჩვენიტექნიკის დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ეს არის პროფესიონალ გუნდი, რომელსაცქართულ და რეგიონულ ბაზარზე წამყვანიბრენდების წარდგენის დიდი გამოცდილებააქვს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისესპეციალური ტექნიკის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტექნიკ ფერმერების საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.თანამედროვე ტექნოლოგიებისჩართულობით კი სოფლის მერნეობისგანვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ“.

„თეგეტა აგრის“ უახლოესი გეგმები ბაზრის მინიმუმ 30%-იანი წილის ათვისებასა და იმპლიმენტების/აგრეგატების ნუსხის გაფართოებას უკავშირდება. კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული და საკუთარ მომხმარებელს ახალი ბრენდების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.