გერმანული პრემიუმ კლასის პირველი ელექტრ SUV პორშე ცენტრი თბილისისშოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. 

საერთაშორისო პრემიერის შემდეგელექტრფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო.

სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცაPorsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-საქართველოშია. გერმანული ავტოგიგანტის პირველი SUV ქართველ მომხმარებელს პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიულ სივრცეში წარუდგინა. კომპანიამ სტუმრებს ავანგარდული არქიტექტურით გამორჩეულ, ცნობილ, ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე უმასპინძლა.

ახალი Macan- 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. Taycan-ის შემდეგ ეს Porsche-ს მეორე ელექტრიფიცირებული ავტომობილია. ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური Macan- Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა. თბილისურ პრემიერაზე პრეზენტაციას თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ნიკა კოხოძე და „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერიპეტრე წაქაძე უძღვებოდნენ.

პეტრე წაქაძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: ახალი სრულად ელექტრ Porsche Macan-ი წლის მთავარი მოვლენაა Porsche-თვის და ცხადია, პორშე ცნტრი თბილისისთვის“. ამჯერადაც ფეხდაფეხ მივყვებით Porsche-ს სიახლეებს და მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო პრემიერის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს,ელექტრფიცირებული Macan-ჩვენს მომხმარებელს და პარტნიორებს წარვუდგინოთ. ეს არის Porsche-ს პირველი ელექტრ SUV, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. განახლებული და უფრო დახვეწილია დიზაინი როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბუნებრივია, რადიკლურად შეცვლილია ძრავ, თუმცა უცვლელია Porsche-ს მართვის უნიკალური დინამიკა. ახალი Macan-გამოირჩევა სპორტქარისათვის დამახასიათებელი მართვადობით, შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 654კილომეტრს შეადგენს. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ  Porsche-ს ეს ეკომეგობრული მოდელი საუკეთესოა, როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისეშორ მანძილზე სამოგზაურო.

საერთაშორისო გაყიდვები ერთდროულად იწყება, მათ შორის არის საქართველო, სადაც გერმანულ ბრენდს პორშე ცენტრი თბილისიუკვე 13 წელია წარმოადგენს და რეგიონში Porsche-ს ჰაბად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელი სულ უფრო აქტიურად ირჩევს ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს. ჩვენც ვაგრძელებ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას და არჩევანთან ერთად, შესაბამის ინფრასტრუქტურასაც ინტენსიურად ვაფართოებთ“.

ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი „პორშე ცენტრი თბილისმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და პრეზენტაციისათვის ინდუსტრიული გარემო შეარჩია. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ყველაზე დიდი პავილიონის 1300 M2 ტერიტორია საექსპოზიციო დარბაზად იქცა. მთავარი ექსპონატი ელექტროPorsche Macan-ი იყო, რომელიც ორგანიზატორებმა შუქ-ჩრდილებისა და შოუს ელემენტებით დატვირთული პერფორმანსის ფონზე წარმოადგინეს. საგანგებოდ შერჩეული, დახვეწილი ლავანდისფერიც სიმბოლურად ახალი მოდელის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ელეგანტურ დიზაინს უსვამდა ხაზს.

ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი „პორშე ცენტრი თბილისმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და პრეზენტაციისათვის ინდუსტრიული გარემო შეარჩია. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ყველაზე დიდი პავილიონის 1300 M2 ტერიტორია საექსპოზიციო დარბაზად იქცა. მთავარი ექსპონატი ელექტროPorsche Macan-ი იყო, რომელიც ორგანიზატორებმა შუქ-ჩრდილებისა და შოუს ელემენტებით დატვირთული პერფორმანსის ფონზე წარმოადგინეს. საგანგებოდ შერჩეული, დახვეწილი ლავანდისფერიც სიმბოლურად ახალი მოდელის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ელეგანტურ დიზაინს უსვამდა ხაზს.

თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: Porsche Macan-ის პრეზენტაცია ამ განსაკუთრებული მოდელის კონცეფციის მიხედვით დაიგეგმა. ხედვა განვითარებასა და წინსვლაზეა დამყარებული, სადაც საფუძველი ბრენდის საწყისები და ურყევი ღირებულებებია.  მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც ასე განსაზღვრეს: Keep your essence - შეინარჩუნე შენი არსი. ჩვენი დღევადელი პერფორმანსითაც გვინდოდა ეს იდეა გადმოგვეცა. შევარჩიეთ სივრცე, სადაც თითქოს თანამედროვეობა და კლასიკა ერთმანეთს ერწყმის. ისტორიული კინოსტუდიის ტერიტორიას, რომელიც ერთ დროს დედაქალაქის გამორჩეული ადგილი იყო, ღონისძიებისათვის იერსახე სრულად შევუცვალეთ. საგანგებოდ შერჩეული ფერებითა და შოუს ელემენტებით შევეცადეთ,Porsche-ს ახალი მოდელის სტილი და ხასიათი წარმოგვეჩინა. იმედი გვაქს, სათქმელი მომხმარებლამდეც ზუსტად მივიტანეთ და ახლა Porsche-ს მოყვარულებს პორშე ცენტრი თბილისის“ შორუმში დაველოდებით.

ღონისძების მხარდამჭერები იყვნენ TBC დაზღვევა, TBC ლიზინგი, TBC კონცეპტი, „ალდაგის“ პერსონალური დაზღვევა Primo და Gastronome.

Porsche Macan Turbo - ტექნიკური მახასიათებლები

ახალი ელექტრ Macan-ის სიმძლავრე 639 ცხენის ძალამდეა. DC-დამუხტვის სიმძლავრე კი - 270 კილოვატამდე. შესაბამისი დამტენით ავტომობილის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა დაახლოებით 21 წუთშია შესაძლებელი. სრული დატენის შემთხვევაში, ელექტრომობილს 613 კილომეტრის გავლის რესურსი აქვს WLTP-ის მიხედვით.

ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას ავტომობილის ძირში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს. Porsche-ახალი პლატფორმის, Premium Platform Electric-ის (PPE) ცენტრალური ნაწილი 800-ვოლტიანი არქიტექტურის მქონე HV-ბატარეა, რომელიც გერმანული ბრენდის სამოდელო რიგში პირველმა სწორედ ახალმა Macan-მა მიიღო.

Porsche Active Aerodynamics-ით, აქტიური და პასიური ელემენტებით, ასევე ჰაერის წინააღმდეგობის 0,25-იანი კოეფიციენტით ახალი „მაკანი“ ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური SUV-ია, რაც დადებითგავლენას ახდენს როგორც ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე, ისე ენერგიის ხარჯზე.

ამასთან ერთად, ელექტრიფიკაციის შემდეგ Macan-იუფრო მეტად ტევადია. საბარგულის მინიმალური მოცულობა კომპლექტაციების მიხედვით 540 ლიტრამდეა.

ინტერიერში კი Porsche-თვის დამახასიათებელი გარემოა. თანამედროვე, ციფრული ეკრანების გარდა, ასევე განთავსებულია ჰაერის დამბერებისა და კლიმატკონტროლის სამართავი ელემენტები. კოკპიტსა და კარებზე LED განათების ხაზია ინტეგრირებული. ასევე ახალმა Macan-მა მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციის უახლესი თაობა მიიღო - მაქსიმუმ 3 ეკრანით. 

ზამთარში გამართული წარდგენის შემდეგ Porsche Macan-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ჩაეშვა გაყიდვაში. მათ შორის არის საქართველო და პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც აღმაშენებლის ხენის 129-ში მომხმარებელს Destination Porsche კონცეფციით შექმნილ შოურუმში ელოდება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზეკონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.