სადაზღვევო კომპანია ალდაგის მომხმარებლები, თეგეტა კომფორტისგან სპეციალური პირობებით ისარგებლებენ. მომხმარებლებს, რომლებსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, საჩუქრად გადაეცემათ თეგეტა კომფორტის სერვისი, რომლით სარგებლობა შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში, 31 ივლისის ჩათვლით.

თეგეტა კომფორტი არის მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის სერვის ცენტრში ტრანსპორტირებას და სასურველ მისამართზე, უკან დაბრუნებას სთავაზობს.

“ალდაგის მომხმარებლები ყოველთვის სარგებლობენ განსაკუთრებული პირობებით სხვადასხვა სერვისებზე, რადგან დაზღვევა მხოლოდ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვის მექანიზმი არ არის, არამედ, დამატებითი ღირებულება და რეალური მხარდაჭერა ყოველდღიურობაში. ამჯერად, ავტოდაზღვევის მომხმარებლებს თეგეტა კომფორტის სერვისზე სპეციალური პირობები შევთავაზეთ, რომლის ფარგლებში თეგეტა კომფორტი უზრუნველყოფს მოსარგებლე პირის ავტომობილის უსაფრთხო გადაყვანას თეგეტას სერვისცენტრში, რაც დამატებითი უპირატესობაა ისეთი მძღოლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დროის რესურსი, საკუთარ ავტომობილს, შესაბამისი სერვისი ჩაუტარონ,” - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგის ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.