რა გავლენას მოახდენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ეკონომიკაზე. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში - საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა.

მისი თქმით, მწარმოებელთა ფედერაცია ითხოვს, რომ კანონპროექტის მიღება დაპაუზდეს, ამასთან მათ შესაძლებლად მიაჩნიათ, რომ გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით, მიღებული იქნას არა ერთი კონკრეტული კანონი, არამედ ეს საკითხები დაემატოს უკვე არსებულ საგადასახადო კანონებს. ლევან სილაგავა პრობლემად მიიჩნევს ტერმინოლოგიასაც, როგორც აგენტების, ასევე უცხოური გავლენის სტატუსსაც. სილაგავას თქმით, შესაძლებელი იყო რომ კანონში აქცენტი გაკეთებულიყო არამეგობრულ ქვეყნებზე.

რამდენად იქნება საზოგადოების და ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრების გათვალისწინება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ლევან სილაგავას თქმით, ნებისმიერი არასტაბილურობა და ცვლილება ბიზნესპროცესზე ასახვას პოვებს.

„სიტუაცია თუ არ დარეგულირდა გრძელვადიანი პრობლემები იქნება და შესაბამისი გამოხმაურებებიც, აქედან გამომდინარე საჭიროა ეს კანონი მინიმუმ დაპაუზდეს გრძელვადიანად. ვფიქრობ რესურსი და მანევრის საშუალება ამ კანონთან მიმართებაში ჯერ კიდევ დარჩენილია.“- განაცხადა ლევან სილაგავამ.