გვსურს გამოვეხმაუროთ ა/წ 22 მაისს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შპს წინანდლის ვენახებთან დაკავშირებით ბატონ ალექსანდრე მეგუთნიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ბატონი მეგუთნიშვილის მიერ ხსენებული მიწის ნაკვეთი ჩვენი კომპანიის დირექტორმა, ბატონმა გიორგი ხარაბაძემ, შეიძინა ფიზიკური პირის ლია მდივანისგან 2014 წლის ოქტომბრის თვეში. ჩვენთვის, ისევე როგორც ჩვენი კომპანიის დირექტორისთვის, უცნობია თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ქ-ნ ლია მდივანის საკუთრებაში აღნიშნული ქონება.
მსგავსი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები განუზომელ ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიის და მთლიანად ჯგუფის სახელს და საქმიან რეპუტაციას, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავონ ამგვარი დაუსაბუთებელი ინფორმაციის გაჟღერებისგან.