ალუმინის კონტეინერებზე მოთხოვნა ჰორეკა სექტორის მხრიდან მზარდია, როგორც Seal Tech Georgia-ს თანადამფუძნებელი გუგა კუნჭულია რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, შესაძლოა აღნიშნული პროდუქტი მომავალში საცალო სავაჭრო ქსელებსაც მიაწოდონ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები და ახალი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება ხდება.
“ამ ეტაპისთვის თანამშრომლობა მხოლოდ ჰორეკა სექტორთან გვაქვს, თუმცა, შესაძლოა, საცალო გაყიდვების კუთხითაც ჩავუშვათ ალუმინის კონტეინერები, უბრალოდ ამ პროცესს სჭირდება სხვა ბიზნეს მოდელი. ჯერჯერობით განხილვის პროცესში ვართ სხვადასხვა რითეილ კომპანიასთან. როგორც კი ამ ბიზნეს მოდელს ჩამოვაყალიბებთ და ყველა მოთხოვნას დავაკამაყოფილებთ უკვე ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვიმუშავებთ“ - განაცხადა გუგა კუნჭულიამ.