2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 21.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 692.3 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 4.9 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში 3 252.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.