„კომერსანტის თემის“ ეთერში HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ავიაციის ჰაბად გარდაიქმნას, თუკი მთავრობა თავისი პოლიტიკით ხელს შეუწყობს ქართული ავიაკომპანიების განვითარებას.

გიორგი კოდუა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია გადაიხედოს მგზავრზე არსებული გადასახადებიც, რაც საბოლოო მომსახურებას აძვირებს.

„დღეს რომ თბილისის აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრს, თუ მოხდება საქართველოს ავიაციის ხელშეწყობა პირობას გაძლევთ, რომ 20 მილიონ მგზავრამდე ავიყვანთ. საქართველოს უნდა გახდეს ჰაბი.

დღესდღეობით ქართული აეროპორტები მუშაობენ 50-75 პროცენტიანი რენტაბელობით, ჩვენ კი 4-7 პროცენტიანით, ჩნდება კითხვა როგორ უნდა განვითარდნენ ქართული ავიაკომპანიები. ახლა რომ იყო კომისია პომიდვრისა და სხვა პროდუქტების ფასებზე, იგივენაირად რატომ არ უნდა განვიხილოთ ის თუ რამდენი უნდა ღირდეს მგზავრის მოსაკრებელი ჯამში?   მთავრობამ აწია მოსაკრებლები, თუ ადრე იყო მგზავრზე 22 დოლარი, 24 დოლარი გახდა. შესაბამისად, ეს იწვევს მომსახურების გაძვირებასაც, რაც საერთაშორისო დონეზე ჩვენს კონკურენტუნარიანობას აქვეითებს“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.