ზოგადად, ახალი წლის და სააღდგომო პერიოდი გამორჩეულია მოთხოვნის კუთხით. ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალ წელს არის ხოლმე, თუმცა აღდგომის პერიოდშიც 30-40%-იანი ზრდა ფიქსირდება ხოლმე, - ამის შესახებ სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდის "თინეს" დამფუძნებლმა თიკო კიკალეიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "თინეს" მომხმარებლების 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო 5%-ი საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს უჭირავს.
"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა სუფრებზე, რანერებსა და ხელსახოცებზეა. სააღდგომო პერიოდში ვგეგმავთ ხელნაკეთი აქსესუარების დამატებას და გვაქვს მოლოდინი, რომ კომპანიის გაყიდვები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - აცხადებს თიკო კიკალეიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ბრენდი მუდმივად ვითარდება და პროდუქციას თურქეთიდან შემოტანილი, ქსოვილით აწარმოებს.
ცნობისთვის, სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი "თინე" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.