2026 წლის პირველი მაისიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 9.6 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაყიდული პროდუქციის საერთო ღირებულებამ $61.8 მლნ შეადგინა.
უწყების მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 53%-ით (3.3 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 46%-ით ($19.5 მლნ-ით) გაიზარდა.
ამავე პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასმა $6.4 შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, ქართული მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც მაის-ივლისის პერიოდში ექსპორტირებული მოსავლის 91% - 8 736 ტონა პროდუქტი შევიდა.
ევროკავშირის ქვეყნებში 498 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო შედარებით მცირე მოცულობები სომხეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში გადაიზიდა.