ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.18%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება 46.80 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.30 მილიარდ სტერლინგია. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულებამ 0.16%-ით იკლო. ერთი აქციის ფასი 30.95 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.70 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 2.08%-ითაა შემცირებული. ერთი აქციის ფასი 11.32 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 523 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება, კომპანიების ბაზარო კაპიტალიზაციის დინამიკას ბოლო 6 თვის ჭრილში, "საქართველოს კაპიტალის" საბაზრო კაპიტალიზაცია 24.53%-ითაა გაზრდილი, თიბისი ბანკის ჯგუფის - 24.04%-ით, ხოლო "საქართველოს ბანკის ჯგუფის" 17.15%-ითაა მომატებული.