ცნობილია, რა ეღირება ახალი ელექტრული Mercedes-AMG GT 4-Door ევროპულ ბაზარზე.

გერმანულმა ბრენდმა თავისი ყველაზე მძლავრი ელექტრომობილის ფასებიც გაასაჯაროვა. საბაზისო AMG GT 55, რომელიც 816 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ევროპაში დაახლოებით 154,700 ევროდ დაიწყება, ხოლო ფლაგმანური AMG GT 63-ის ფასი, რომელსაც 1,169 ცხენის ძალა აქვს, 196,350 ევროდან იწყება.

ახალი AMG GT 4-Door სრულად ელექტრული მოდელია და Mercedes-AMG-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად ითვლება. მწარმოებლის ინფორმაციით, ტოპ-ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.1 წამში ახერხებს.

მოდელი სამი ელექტროძრავით არის აღჭურვილი და კონკურენციას ისეთ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიცაა Porsche Taycan Turbo GT და Lucid Air Sapphire.

www.crystalauto.ge