დღეს პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება. დეპუტატები ამჯერად საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ.
საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მოხდება.
შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება.