თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე, Park Inn by Radisson-ის 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა სავარაუდოდ სამ წელიწადში დასრულდება.
სასტუმროს მშენებლობის დამკვეთი კომპანია შპს „პარკ ჰოთელსია“, რომელსაც 2015 წლიდან აქვს მშენებლობის ნებართვა, თუმცა სასტუმროს მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა და კომპანიამ ნებართვის გაგრძელების უფლება არქიტექტურის სამსახურისგან არაერთხელ მოითხოვა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია პროექტის კორექტირებულ ვარიანტს ათანხმებს, სხვა დეტალებთან ერთად, იცვლება ნომრების რაოდენობა, ვიტრაჟების გაბარიტები და ვიზუალი.
შპს „პარკ ჰოთელსის“ მიერ უკანასკნელი, გეგმის მიხედვით, „რედისონის“ ქსელის სასტუმროს მშენებლობა 36 თვეში ანუ სავარაუდოდ 2029 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. 15 სართულიანი სასტუმრო, მიწისქვეშ 3 სართულიან პარკინგს მოიცავს, გარდა ამის ის დაახლოებით 200 ნომერს, საკონფერენციო დარბაზს, სპას და გამაჯანსაღებელ ცენტრს გააერთიანებს.
შპს „პარკ ჰოთელსის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილია, 100%-იანი წილის მფლობელი კი შპს „თბილისი ჰოთელსი“, კომპანიების საბოლოო მფლობელები თორნიკე და მამუკა ჯანაშვილები არიან.





