„ჩვენი მომხმარებელი საკმაოდ ხშირად იწერს ავეჯს“- ამის შესახებ „კომერსანტს“ კივი პოსტის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შაინიძემ უთხრა, მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთიდან და თურქეთიდან სახმელეთო ტრანსპორტირების ტარიფი დაბალია, ავეჯის გამოწერა უღირთ. 

„ჩვენი მომხმარებელი, როგორც საბერძნეთიდან, ასევე თურქეთიდან ძალიან ხშირად იწერს ავეჯს, მაგალითად ძალიან მოთხოვნადია IKEA. გამომდინარე იქიდან, რომ ავეჯზე სახმელეთო გადაზიდვებზე დაბალი ტარიფია, მისი გამოწერა უღირთ" - აღნიშნა ქეთევან შაინიძემ. 

კივი პოსტი მომხმარებელს ამანათების ტრანსპორტირებას 6 ქვეყნიდან სთავაზობს. ესენია თურქეთი, საბერძნეთი, აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქეთევან შაინიძე აღნიშნავს, რომ კივი პოსტი გაფართოებას გეგმავს და რამდენიმე თვეში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს.