მიკრობანკი ემბისის  საოპერაციო დირექტორმა, ეთერ ჩაჩიბაიამ Sustainability Spotlight-თან ინტერვიუში ისაუბრა ფინანსური ჩართულობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და სოციალური გავლენის შექმნის მნიშვნელობაზე, ასევე მიკრობანკების როლზე გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების განვითარებაში.

ემბისისთვის ფინანსური ჩართულობა მხოლოდ სერვისებზე ხელმისაწვდომობას არ ნიშნავს. ეს არის მცირე მეწარმეების, ფერმერებისა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და სოციალური გავლენის შექმნა უკვე მრავალი წელია, ემბისის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

„მიკრობანკად ტრანსფორმაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები, განვავითაროთ ინკლუზიური და სოციალური დაფინანსება და უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ბიზნესებს, მცირე საოჯახო მეურნეობებსა და ფერმერებს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გავლენაზე ორიენტირებული დაფინანსების მთავარი მნიშვნელობა – ფინანსური რესურსი ემსახურებოდეს არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ ადამიანებისა და რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებასაც,“ - აღნიშნა ინტერვიუში ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთერ ჩაჩიბაიამ.

ESG-სა და გავლენაზე ორიენტირებული მიდგომების მიმართ ინტერესი ბოლო წლებში  განსაკუთრებით შეინიშნება. თუ ადრე ეს თემა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების დღის წესრიგში იდგა, დღეს უკვე ადგილობრივი კომპანიებიც უფრო აქტიურად იწყებენ მის ინტეგრირებას საკუთარ ბიზნეს სტრატეგიებში და პროცესებში. ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, სოციალური გავლენისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების მიმართულებით. აღნიშნული საკითხები თანდათან ხდება არა მხოლოდ სასურველი ბიზნეს პრაქტიკა, არამედ კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მიკრობანკების განსაკუთრებული როლია, უზრუნველყონ როგორც ფინანსური მდგრადობა, ასევე შექმნან რეალური სოციალური და ეკონომიკური ღირებულება.

მიკრობანკი ემბისისთვის მრავალი წელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური განათლებისა და სოციალური ინიციატივების როლი გრძელვადიანი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საფუძველია.

სოციალური ინიციატივები ჩვენთვის არის გზა, რომ ფინანსური ჩართულობა მხოლოდ პროდუქტებით არ შემოიფარგლოს და რეალურ შესაძლებლობებში გადაიზარდოს – იქნება ეს მეწარმეობის მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება თუ მცირე ბიზნესების გაძლიერება. საბოლოოდ, მსგავსი პროგრამები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება დგას: მეტი ჩართული ადამიანი, მეტი შესაძლებლობა და უფრო მდგრადი ეკონომიკური ეკოსისტემა, რაც  ქვეყნის სტაბილურ განვითარებას განაპირობებს.

ჩემი მთავარი გზავნილი ბიზნესებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის იქნება ის, რომ რეალურად, ეს არის შესაძლებლობა, უკეთ გაიაზრო საკუთარი გავლენა, უფრო ეფექტურად მართო რისკები, გააძლიერო მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობა და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადი ბიზნესი ააშენო.

მიკრობანკი ემბისისთვის ეს მიდგომა მხოლოდ სიტყვებით გაცხადებული ხედვა არ არის. ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფორმაცია, მათ შორის, ჩვენი რებრენდინგი და მიკრობანკად ჩამოყალიბება, სწორედ იმ ცვლილებების ასახვაა, რომელსაც მიკრობანკი შიგნიდან გადის. ჩვენი ბრენდის განვითარებაც ემსახურება იმ იდეის გაძლიერებას, რომ თანამედროვე ფინანსური ინსტიტუტი უნდა ქმნიდეს არა მხოლოდ ფინანსურ შედეგს, არამედ პოზიტიურ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენასაც. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ცვლილებებს ეტაპობრივად და რეალისტურად შეხედონ. სრულყოფილი სისტემების შექმნა ერთ დღეში შეუძლებელია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯების გადადგმაა. კერძოდ, პასუხისმგებლიანი პრაქტიკების ინტეგრირება ყოველდღიურ საქმიანობაში, გამჭვირვალობის გაზრდა და იმ გავლენის გააზრება, რომელსაც ბიზნესი საზოგადოებასა და გარემოზე ახდენს,“ - აღნიშნა მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთერ ჩაჩიბაიამ Sustainability Spotlight-თან ინტერვიუში.

იხილე წყარო.