თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან და ერთ დიდ მეგობრულ ქსელს ქმნის, სადაც მთავარი ძალა ურთიერთმხარდაჭერაა. პროექტის წესი უცვლელი და მარტივია: ნებისმიერ მონაწილე ობიექტში დაგხვდებათ პოსტერი ჯაჭვის შემდეგი წევრის ფასდაკლების კუპონით. ჩამოხევთ კუპონს, მიდიხართ სხვა ბიზნესთან ფასდაკლების მისაღებად, სადაც კიდევ ახალი ობიექტის კუპონს აღმოაჩენთ - ასე იკვრება წრე.

პირველი წრე Dodonut-იდან იწყება

დოდონატი ქართული დონატების საცხობი და კაფეტერიაა, რომელიც ცნობილია ყოველდღიურად ახალგამომცხვარი, ფუმფულა და უგემრიელესი დონატებით. დოდონატი მაღალ ხარისხთან და მრავალფეროვან გემოებთან ასოცირდება, სადაც ტკბილეულთან ერთად არომატული ყავისა და ცივი სასმელების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ამ წარმატების უკან კი შეკრული გუნდი და დიდი ენთუზიაზმი დგას, ბრენდმა გაფართოებაც მალევე შეძლო და ბათუმშიც გახსნა ფილიალი.

როგორც დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, ამბობს, ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრია:

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამ ინიციატივაში ჩართვაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. მცირე ბიზნესები, ფაქტობრივად, საერთო საქმეს ვემსახურებით, თითოეული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, როცა სხვაზე ზრუნავ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება შენს ბიზნესზეც.“

გზა გრძელდება City Hikers-ისკენ

Dodonut-იდან წამოღებული ფასდაკლებით გზას City Hikers-ისკენ აგრძელებ. ეს არის სამეზობლო კოფიშოპი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გელოდება. იქნება ეს დილის ყავა, შუადღის ბრანჩი თუ საღამოს განტვირთვა ჭიქა ღვინოსთან ერთად.

City Hikers-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, თუ რატომ არის მისთვის მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები და საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი:

„ჩვენი საქმიანობის გაზიარება სხვა მცირე ბიზნესების მომხმარებლებთან გვეხმარება, უფრო სწრაფად გავზარდოთ ცნობადობა და მეტ ადამიანს გავაცნოთ საკუთარი თავი. ამასთანავე, ამგვარი თანამშრომლობა მეგობრული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რამაც შესაძლოა მომავალში ახალი კოლაბორაციები წაახალისოს. ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია, გადამწყვეტია, რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად გვიჭირს, მოკლე დროში ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა. ეს პლატფორმა კი შესანიშნავი საშუალებაა ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების გასაძლიერებლად.“

ჩაერთეთ ჯაჭვში

ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:

Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut

თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.

ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ, და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი.

მონაწილეობა მარტივია:

  • შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ;
  • მიიღეთ პოსტერი: მიიღებთ სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს;
  • უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ თქვენთან გადმოინაცვლებენ.

ამ პროექტით მონაწილე ბიზნესები ქალაქში ახალ მარშრუტს ქმნიან. ობიექტების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი. ეს ინიციატივა ამტკიცებს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით წინსვლა ბევრად უფრო ადვილია. ჯაჭვი არ ჩერდება და უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ, დაელოდეთ მომდევნო სტატიებს და აღმოაჩინეთ ახალი სივრცეები.

ჩაერთეთ ჯაჭვში