2026 წლის ცხელი ზაფხული ევროკავშირს დაახლოებით 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც გაერთიანების ბიუჯეტის თითქმის ერთი პროცენტია, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, ზაფხულში ძლიერი სიცხეების შედეგად მიღებული ზიანის გამო, ევროკავშირის მშპ დაახლოებით 0.6 პროცენტით შემცირდება. ასევე, 3-7 პროცენტით შემცირდება სოფლის მეურნეობის წარმოებაც.
ეკონომიკის ზრდის 1.4 პროცენტით შემცირებას ელოდებიან საფრანგეთში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ექსტრემალურმა სიცხეებმა შეიძლება, სტრუქტურული სახე მიიღოს და ყოველი შემდეგი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იყოს.