Numbeo-მ 126 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. საქართველო რეიტინგში 93-ე ადგილს იკავებს, თუმცა ქვეყანაში ეს მომსახურება მეზობელ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების საშუალო ფასი საქართველოში 73 ცენტს შეადგენს.

რეგიონის ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 94-ე ადგილი, 73 ცენტი;
  • აზერბაიჯანი - 101-ე ადგილი, 59 ცენტი;
  • რუსეთი - 108-ე ადგილი, 42 ცენტი.
  • სომხეთი - 116-ე ადგილი, 31 ცენტი.

ტაქსის ფასების სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 4.71 დოლარს შეადგენს. შესწავლილი ქვეყნებიდან ყველაზე იაფი ტაქსი ყირგიზეთშია და 23 ცენტს უტოლდება.

5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია:

  • შვეიცარია - 4.71 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 3.98 დოლარი;
  • ბაჰრეინი - 3.98 დოლარი;
  • ალბანეთი - 3.45 დოლარი;
  • გაიანა - 3.35 დოლარი.

ტაქსი ყველაზე იაფი: 

  • ყირგიზეთი - 23 ცენტი;
  • ფილიპინები - 27 ცენტი;
  • ტაჯიკეთი - 28 ცენტი;
  • მოლდოვა - 29 ცენტი;
  • ინდოეთი - 29 ცენტი.