Lumex - ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე მთავარს - შვილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში სტარტაპის დეტალების შესახებ Lumex-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი მუსერიძემ ისაუბრა.
როგორც ირაკლი მუსერიძე განმარტავს, Lumex არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ემსახურება ბავშვთა დაცვას და პლატფორმა მშობელს, ბავშვსა და დაცვის სამსახურს აერთიანებს.
„შევეჭიდეთ ისეთ გამოწვევას, როგორიც არის საფრთხის დროს დაგვიანებული რეაგირება და ლოკაციის არცოდნა. შევიმუშავეთ პლატფორმა, რომელიც ზუსტად ამ პრობლემას ჭრის - Lumex-ის მობილურ აპლიკაციაში გვაქვს SOS-ღილაკი, რომლის გააქტიურებისას განგაში იგზავნება დაცვისეკიპაჟთან, ოპერატორთან და რა თქმა უნდა - მშობელთან. შესაბამისად, მყისიერად იწყება საჭირო ზომების მიღება.
დაიკარგება ბავშვი, იქნება მასზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩვენი აპლიკაციის ღილაკის მეშვეობით შეუძლია, დახმარება მყისიერად მიიღოს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ბავშვი საფრთხეშია, რეკავს ტელეფონზე და მშობელს პასუხის გაცემა არ შეუძლია, ან უპასუხა, მაგრამ ბავშვი ვერ ამბობს ზუსტ ადგილს. კიდევ ასეთი სიტუაცია: ამბობს ბავშვი, სად არის, მაგრამ მშობელი მისგან ძალიან შორსაა. სწორედ ამ დროს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ბავშვთან გაჩნდება ეკიპაჟი, რომელიც შედგება დაცვის თანამშრომლისა და პედიატრისგან, რომლებიც მას დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევენ“, - განმარტავს ირაკლი მუსერიძე.
აპლიკაცია გათვლილია ბავშვებზე, რომლებმაც მშობლების გარეშე გადაადგილებიან, თუმცა Lumex-ის მთავარი მომხმარებელი მაინც, რეგისტრაცია და გამოყენება კი საკმაოდ მარტივი გახლავთ: მშობელი იწერს აპლიკაციას მობილურ ტელეფონში, რეგისტრირდება, ამატებს შვილს, შემდეგ კი აპლიკაცია ინსტალირდება უკვე ბავშვის ტელეფონშიც, რის შემდეგაც მას უკვე შეუძლია SOS-ღილაკის გამოყენება.
ჯერჯერობით Lumex-ის გამოყენება ხელმისაწვდომია თბილისში, თუმცა სტარტაპის გეგმაა, მოიცვას რეგიონებიც და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდეს.
რაც შეეხება Lumex-ის გამოყენების ღირებულებას: 1 თვე 1 ბავშვის დარეგისტრირება 20 ლარია, 2 ბავშვი - 37 ლარი, 3 ბავშვი - 55 ლარი. 1 გამოძახება ღირებულება 55 ლარი გახლავთ, პირველი გამოძახება კი უფასოა.