ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა. დადებითი დინამიკა დაფიქსირდა „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციებით ვაჭრობისას.

Lion Finance Group PLC-ის (BGEO), რომელიც „საქართველოს ბანკის“ ჯგუფს წარმოადგენს, აქციების ფასი კვირის განმავლობაში 7.79%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულებამ 137 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში მისი აქციები 27.32%-ით გაძვირდა.

ზრდა დაფიქსირდა TBC Bank Group PLC-ის აქციებზეც. გასულ კვირაში მათი ფასი 11.30%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულება 54.25 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 3.03 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ექვსთვიან ჭრილში აქციების ფასი 22.52%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ღირებულება გასულ კვირაში 6.94%-ით გაიზარდა და 48.55 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აქციების ფასი 24.01%-ით არის მომატებული.

კვირის შედეგებით, ყველაზე მაღალი ზრდა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციებმა აჩვენა, ხოლო ექვსთვიანი პერიოდის მიხედვით ფასის მატებით Lion Finance Group ლიდერობს.