2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.6%-ით შემცირდა, ამავე პერიოდში რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 25%-ით ნაკლები იყო,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მიუთითებს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.471 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების 61 866 მსუბუქი ავტომობილი. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეექსპორტის მოცულობამ 2.003 მლრდ დოლარზე მეტი და 82 529 ავტომობილი შეადგინა.

რაოდენობრივი მაჩვენებლით, საქართველოსთვის ავტომობილების რეექსპორტის უმსხვილესი მიმართულებები ყაზახეთი და ყირგიზეთია. ამ ორ ქვეყანაზე საანგარიშო პერიოდში მთლიანი რეექსპორტის 59%-ზე მეტი მოდიოდა.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ძირითადი ბაზრები და მათი მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • ყირგიზეთი – 582.3 მლნ დოლარის ღირებულების 15 933 ავტომობილი;

  • ყაზახეთი – 327.9 მლნ დოლარის ღირებულების 20 863 ავტომობილი;

  • აზერბაიჯანი – 149.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 327 ავტომობილი;

  • ირანი – 129.4 მლნ დოლარის ღირებულების 7 365 ავტომობილი;

  • ტაჯიკეთი – 79.4 მლნ დოლარის ღირებულების 4 509 ავტომობილი;

  • სომხეთი – 65 მლნ დოლარის ღირებულების 2 369 ავტომობილი;

  • უზბეკეთი – 42.9 მლნ დოლარის ღირებულების 1 681 ავტომობილი;

  • თურქმენეთი – 23.7 მლნ დოლარის ღირებულების 1 537 ავტომობილი;

  • ერაყი – 17.8 მლნ დოლარის ღირებულების 939 ავტომობილი;

  • უკრაინა – 9 მლნ დოლარის ღირებულების 1 027 ავტომობილი.