კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო"-მ Starbucks Georgia-სთან თანამშრომლობა დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში, Starbucks-ის საქართველოს ობიექტებში "IDS ბორჯომი საქართველო"-ს პორტფელის პროდუქტებია წარმოდგენილი, მათ შორის, "ბორჯომი", "ბაკურიანი" და "ლიმონათი ბორჯომისგან".
ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში, Starbucks-ში "ბორჯომის ლიმონათით" სპეციალური სასმელი Cold Brew Borjomi დამზადდება. შესაბამისად, როგორც "ბიზნესპარტნიორს" "IDS ბორჯომი საქართველო"-ში განუცხადეს, პარტნიორობა მოიცავს წყლის კატეგორიას და "ბორჯომის" პორტფელის პროდუქტების წარმოდგენას Starbucks-ის ობიექტებში.
შეგახსენებთ, რომ Starbucks-მა საქართველოში პირველი ობიექტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გახსნა. მომხმარებლებს ადგილზე Starbucks-ის პროდუქტებთან ერთად, "IDS ბორჯომი საქართველო"-ს პორტფელში არსებული პროდუქტების შეძენაც შეუძლიათ.