ბრაზილია, ტაილანდი, შრი-ლანკა, ფინეთი და აბუ დაბი - იმოგზაურე კარფურთან ერთად
„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, განაგრძობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას და დიდი ბრენდ ფესტივალის ფარგლებში 30-40-50% ფასდაკლებებთან ერთად, გრანდიოზული პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს.
ესტუმრე „კარფურს“ 25 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით და ისარგებლე დიდი ბრენდ ფესტივალის შეთავაზებებით, მთელი საქართველოს მასშტაბით
სტატიაში ჩასაინტეგრირებელი ფოტო
იმისათვის, რომ კარფურის ერთგულმა მომხმარებელმა მოიგოს საგზური ბრაზილიაში, ტაილანდში, შრილანკაზე, იტალიაში, ბარსელონაში, დისნეილენდში, ავსტრიაში, ფინეთში, სტამბოლში, ჰამბურგში და აბუ დაბიში, ამასთან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაცივარი, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, აეროგრილი და მრავალი სხვა პრიზი, საჭიროა, ესტუმროს „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალს,შეიძინოს, თითოეული ბრენდის 10 ლარის, სასურველი სააქციო პროდუქცია, გაატაროს მაიქლაბი და მოხვდეს კარფურის გრანდიოზულ გათამაშებაში.
მომხმარებლებს, „კარფურში“ წარმოდგენილი შერჩეული ბრენდები 50%-მდე ფასდაკლებით დახვდებათ. მოგების შანსი კი, კიდევ უფრო იზრდება. მეტი სააქციო პროდუქციის შეძენა
= მოგების მეტი შანსი.
გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 12 მარტს,15:00 საათიდან, ისთ ფოინთის ფილიალში, რენდომაიზერ სისტემის დახმარებით. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ღონისძიებას ან უყურონ Facebook ლაივს, რომელსაც გაუძღვებიან სალომე ლემონჯავა და გიორგი ცხადაძე, ისინი თქვენთან ერთად გამოავლენენ ყველაზე იღბლიან მომხმარებლებს.
დიდი ბრენდ ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართება 13 მარტს, 16:00 საათზე, ასევე, ისთ ფოინთის ფილიალში, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ კუთვნილი პრიზები.
შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის კარფურის ლოალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ერთგული მომხმარებლები განსაკუთებული ფასდაკლებებით, შეთავაზებებითა და ქულების დაგროვების სისტემით სარგებლობენ. „მაიქლაბზე“ დაგროვებული ქულების გადაცვლა შესაძლებელია კარფურის ნებისმიერ ფილიალში სასურველი პროდუქტის ან ნივთის შესაძენად.
ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბით“ სარგებლობა შესაძლებელია კარფურის მობილური აპლიკაციის მეშვეობით - “MAF CARREFOUR”, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android -, ისე iOS სისტემისთვის.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ მარტივი შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანიამაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.
უკვე 13 წელია, რაც „კარფური“ საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა მასშტაბური კამპანიებით, ფასდაკლებებითა და პრიზებით ანებივრებს.
ეწვიეთ „კარფურს“, ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით და არ გამოტოვოთ ათასობით პრიზის მოგების შესაძლებლობა.