„ჯეპრა“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან გამაფრთხილებელ/საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი.
„ჯეპრას გუნდი უერთდება საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს. ჩვენ ვიცავთ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებს და მხარს ვუჭერთ:
• ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას
• რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.
გამოხატვის თავისუფლებას 15 იანვარს, 15:00 საათიდან ჯეპრა აჩერებს საქმიანობას და უერთდება საყოველთაო გაფიცვას. საქართველოს ევროპული მომავლისთვის!“- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ: იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!“, - წერია ღონისძიების აღწერაში.