„ფაბრიკა“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან გამაფრთხილებელ/საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი.
„ხვალ, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება. ფაბრიკას რეზიდენტები ვუერთდებით გამაფრთხილებელ გაფიცვას. ჩვენი სოლიდარობა ემსახურება საერთო მიზნებსა და ცვლილებებს. მადლობა მხარდაჭერისთვის!“, - წერია განცხადებაში, რომელსაც შემდეგი რეზიდენტები უერთდებიან:
CMRPIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში
Ceramic Studio 1300 • კერამიკ სტუდიო 1300
Moulin ElectriqueGraffiti Dealers
Flying Painter • მფრინავი მღებავი
MUA - Architecture & Placemaking
შეგახსენებთ, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ: იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!", - წერია ღონისძიების აღწერაში.