სახლი პირადი ეკოსისტემაა, სადაც დროის ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებთ. მისი მოწყობა საკუთარ თავზე ზრუნვის საუკეთესო ფორაა. გარემო, მფლობელების ხასიათს, გემოვნებას, ცხოვრების წესს ასახავს. სწორად შერჩეული ტექნიკა კი გადამწყვეტი დეტალია, რომელმაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინა უნდა გაგვიმარტივოს.
საუკუნის წინ, Electrolux-ის შექმნის იდეაც ამ ფილოსოფიას დაეფუძნა, ბრენდს ადამიანებისთვის უნდა გაემარტივებინა სახლის ყოველდღიური საქმე.
1921 წელს, Electrolux-მა ერთ-ერთი პირველი მსუბუქი და მოსახერხებელი მტვერსასრუტი შექმნა. იმ დროისთვის ეს ნამდვილი ინოვაცია იყო - რთული და დამღლელი დასუფთავების პროცესი, მარტივ და სწრაფ ყოველდღიურ რუტინად იქცა.

1978 წელს ბრენდმა კიდევ ერთი ინოვიაცია დაანონსა - Electrolux Datalux ქურა. Datalux იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, ღილაკებიანი მართვის პანელით და ტემპერატურის საზომით. ბრენდი აგრძელებს განვთარებას და სიახლეების დანერგვას. დღეს Electrolux-ის ქურებში გვხვდება SensePro Induction ტექნოლოგია, რომელიც ამავე ფუნქციას უსადენოდ ასრულებს.
Electrolux-ისთვის კომფორტის შექმნა პასუხისმგებლობის გარეშე წარმოუდგენელია. ბრენდის შვედური მემკვიდრეობა და ღირებულებები ყველაზე მკაფიოდ ეკომეგობრულ ტექნოლოგიებში ჩანს. მაგალითად, SteamRefresh ფუნქცია სარეცხ მანქანებში საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ საყვარელი სამოსი ორთქლით მოაწესრიგონ და წყლის 96% დაზოგონ.
დღეს Electrolux-ის პროდუქცია მსოფლიოს 120-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი.
კომპანია მილიონობით ადამიანს სთავაზობს ტექნიკას, რომელიც აერთიანებს შვედურ სიზუსტეს, თანამედროვე ტექნოლოგიას და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.