Honda Motor Co-მ სამშაბათს განაცხადა, რომ მოთხოვნის შემცირების გამო ელექტრომობილებში ინვესტიციებს ამცირებს და ყურადღებას ჰიბრიდული მოდელების ხაზის გაფართოებაზე გაამახვილებს, რათა ისარგებლოს ასეთი ავტომობილების მიმართ მზარდი ინტერესით, იტყობინება Reuters.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშიჰირო მიბემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავტომწარმოებელმა 2030 ფისკალური წლისთვის ელექტროფიკაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში დაგეგმილი ინვესტიციები 10 ტრილიონი იენიდან 7 ტრილიონ იენამდე (დაახლოებით 48.4 მილიარდი დოლარი) შეამცირა.

„ბაზარზე არსებული შენელების გათვალისწინებით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ელექტრომობილების გაყიდვები 2030 წელს ჩვენი წინა პროგნოზის 30%-ზე ნაკლები იქნება“, - თქვა მიბემ.