სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ  ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება.

„კომერსანტი“ დაინტერესდა როდიდან დაიწყო და რამდენი პასკის წარმოებას აპირებს კომპანია „გურმე“.

როგორც „გურმეს“ გაყიდვების მენეჯერმა, რუსა მუზაშვილმა განაცხადა, წელს ცხობა 15 აპრილიდან დაიწყეს. კომპანია 9 სახეობის პასკას ამზადებს, ყველაზე მოთხოვნადი კი სტანდარტული, ქიშმიშიანი პასკაა.

რაც შეეხება წარმოებას, შარშანდელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

„ვამზადებთ 9 სახეობის პასკას. ყველაზე მოთხოვნადი კი სტანდარტული, ქიშმიშიანი პასკაა. 

წარმოება შარშანდელთან შედარებით 40%-ით გავზარდეთ და წელს 20 000-მდე პასკის წარმოება იგეგმება (კორპორატიულ შეკვეთებიანად).

რაც შეეხება სარეალიზაციო ფასებს, 15 ლარიდან იწყება და 60 ლარამდე (პასკა „ნუთელით“ და ხაჭოს პასკა) ადის“.

„გურმეს“ ისტორია ერთი ფილიალიდან იწყება. დაფუძნებიდან 12 წლის თავზე კი, კომპანია უკვე დიდ საწარმოს ფლობს მირიამ მეფის 70-ში. ასევე,  ფუნქციონირებს კაფეები კარტოზიასა და პასტერის ქუჩებზე.

აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო. სერტიფიკატი კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება.