Grant Thornton International-მა გამოაქვეყნა 2025 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფინანსური წლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქსელის გლობალურმა შემოსავლებმა შეადგინა 8.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ნიშნავს 6.1%-იან ზრდას მუდმივი ვალუტის*(უცვლელი კურსის) პირობებში (5.9% ზრდა აშშ დოლარში) წინა წელთან შედარებით.
ქსელის ეს მიღწევა წარმატებით ასრულებს ხუთწლიანი სტრატეგიის ციკლს პიტერ ბოდინის ხელმძღვანელობით, რომლის განმავლობაშიც ქსელის შემოსავლები 2021-2025 წლებში 6.6 მილიარდი დოლარიდან გაიზარდა 8.5 მილიარდ დოლარამდე, რაც წარმოადგენს წლიურად 6.5%-იან საშუალო ზრდის მაჩვენებელს (CAGR) აშშ დოლარში. აღნიშნული წლების სტრატეგია ფოკუსირდებოდა მდგრად ზრდაზე, რომლის საფუძველიც სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარებაში განუწყვეტელი ინვესტიციები, მაღალ ხარისხსა და რისკების მართვაზე აქცენტი და გლობალური ხედვით გაძლიერებული ქსელის კულტურაა.
სერვისის მიმართულებებიდან ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აუდიტში (7.9%), რომელიც კვლავ რჩება უდიდეს მიმართულებად და შეადგენს საერთო შემოსავლების 44.8%-ს. ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება გაიზარდა 4.7%-ით (35.1%), ხოლო საგადასახადო მომსახურება — 4.5%-ით (20.1%), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქსელის, მულტიდისციპლინური მოდელის სიძლიერეს.
აღსანიშნავია ქსელის წევრი ფირმების შემოსავლების რეგიონული ზრდაც: ლიდერობს აფრიკა (16.2%), რასაც მოჰყვა სამხრეთ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონი (11.2%), ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (7.4%) და ამერიკის კონტინენტები (2.7%).
გლობალური ქსელი დღეისათვის აერთიანებს დაახლოებით 80,000 თანამშრომელს, რაც 5.3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
2025 წლის გამორჩეული შედეგები:
ქსელისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე შემოსავლების ზრდამ შეადგინა 10.8%, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა:
სინგაპური (+28.8%)
ინდოეთი (+24.4%)
ფილიპინები (+22.8%)
ბრაზილია (+21.0%)
ტაილანდი (+12.3%)
გამორჩეული შედეგები დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებშიც:
თურქეთი (+71.6%), საბერძნეთი (+21.8%), არაბთა გაერთიანებული საამიროები (+14.8%), ნიდერლანდები (+10.7%), სამხრეთ კორეა (+10.3%), საფრანგეთი (+9.4%) და ავსტრალია (+8.0%) - ყველა მათგანმა უზრუნველყო მნიშვნელოვანი, მდგრადი ზრდა.
რეგიონალური მაჩვენებლები:
აფრიკა – ზრდა 16.2% (140 მლნ აშშ დოლარი),
აზია – წყნარი ოკეანის რეგიონი – ზრდა 11.2% (1.4 მლრდ აშშ დოლარი),
ევროპა და ახლო აღმოსავლეთი – ზრდა 7.4% (3.3 მლრდ აშშ დოლარი),
ამერიკები – ზრდა 2.7% (3.6 მლრდ აშშ დოლარი).
შემოსავლის ზრდა მომსახურების მიმართულებების მიხედვით:
აუდიტი – 7.9%-ით ზრდა (3.8 მლრდ აშშ დოლარი, 44.8%),
კონსულტაციები – 4.7%-ით ზრდა (3.0 მლრდ აშშ დოლარი, 35.1%),
საგადასახადო მომსახურება – 4.5%-ით ზრდა (1.7 მლრდ აშშ დოლარი, 20.1%).
- ⏺მთლიანობაში, 93 წევრმა ფირმამ დააფიქსირა შემოსავლების ზრდა, რომელთა ნახევარზე მეტმა — 53%-მა — ორნიშნა ზრდა აჩვენა.
„გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ აღმასრულებელი დირექტორი (Grant Thornton International CEO), პიტერ ბოდინის კომენტარი:
„ჩვენი რეკორდული შემოსავლები ასახავს ჩვენი ქსელის სიძლიერესა და მდგრადობას, ასევე იმ ნდობას, რომელსაც კლიენტები ჩვენზე ამყარებენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით მდგრადი, ორგანული ზრდა — გრძელვადიანი ტენდენცია, რომელიც ქსელის მომავლისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
ჩვენ შევქმენით ერთიანი, მიზნებზე ორიენტირებული ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ბიზნესისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევა, პარალელურად კი ახალი შესაძლებლობების ათვისება, მათ შორის — ჩვენს წევრ ფირმებში კერძო კაპიტალის ინვესტირებით. ეს ცვლილებები ახალ პერსპექტივებს ქმნის როგორც ქსელისთვის, ისე ჩვენი კლიენტებისთვის.
მე ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ, და დიდ წარმატებას ვუსურვებ როგორც ქსელს, ისე ახალ აღმასრულებელი დირექტორი სს — გრეგ ქეითს — გრანთ თორნთონის განვითარების მომდევნო ეტაპზე.“
*გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის გლობალური შედეგები ქვეყნდება აშშ დოლარში (USD). თუმცა, ჩვენი წევრი ფირმების უმეტესობა არ იყენებს აშშ დოლარს, როგორც ადგილობრივ საანგარიშო ვალუტას, ამიტომ მიმდინარე წლის შედეგები გამოითვლება წინა წლის აშშ დოლარის კურსის გამოყენებით, იმისათვის რომ გაანეიტრალოს მიმდინარე წლის ვალუტის რყევების გავლენა. მუდმივი ვალუტის ზრდა ასევე ითვალისწინებს პროპორციულობას, რომელიც მორგებულია ქსელში წევრი ფირმების მიერ პრაქტიკული გამოყენებისათვის. ეს იძლევა საანგარიშო პერიოდებს შორის მსგავსი შედარების საშუალებას.