ნოემბერში საქართველოდან რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტი წლიური თვალსაზრისით 227%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „ავტოსტატის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, სერგეი ცელიკოვი თავის Telegram-არხზე წერს.

კერძოდ, ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 4778 ერთეული მეორადი, სამ წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილი იქნა იმპორტირებული. ეს 3.3-ჯერ, ანუ 227%-ით მეტია გასული წლის ნოემბერთან შედარებით, როცა საქართველოდან რუსეთში 1461 ავტომობილი შევიდა.

რაც შეეხება ბრენდებს, ნოემბერში საქართველოდან იმპორტირებული იქნა სამ წელზე მეტი ასაკის 926 ერთეული BMW, 441 მსუბუქი ავტომობილი Toyota, 414 ერთეული Volkswagen, 373 ცალი Hyundai და 352 ერთეული Kia.

მოდელებს შორის იმპორტის მოცულობით ლიდერი BMW X5-ია, რაც საქართველოდან რუსეთში ნოემბერში 279 ერთეული შევიდა. შემდეგი Chevrolet Equinox (175 ერთეული), BMW X7 (172 ერთეული), Kia K5 (172 ერთეული) და Toyota RAV4-ია (160 ერთეული).

ყველაზე პოპულარული ბრენდების ტოპ ხუთეულში BMW (926 ერთეული), Toyota (441 ერთეული), Volkswagen (414 ერთეული), Hyundai (373 ერთეული) და KIA (352 ერთეული) შევიდა.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში სულ 34 600 მეორადი მსუბუქი ავტომობილი იქნა იმპორტირებულია. ეს, თითქმის, სამჯერ, ანუ 218%-ით მეტია გასული წლის 11 თვის მაჩვენებელზე, რაც 10.9 ათას ერთეულს შეადგენდა.

ნოემბერში მეორადი ავტომობილების იმპორტი რუსეთში, საქართველოს გარდა, ასევე, მნიშვნელოვნად, ანუ 145%-ით გაიზარდა ჩინეთიდან, საიდანაც 10900 ერთეული იქნა იმპორტირებული. ასევე, იმპორტი 171%-ით გაიზარდა სამხრეთ კორეიდან, საიდანაც რუსეთში 14800 ავტომობილი შევიდა. იაპონიიდან იმპორტი, თითქმის, შარშანდელ დონეზე დარჩა, როცა 5%-ით, 20400 ერთეულამდე გაიზარდა.

www.bpn.ge