საქართველოში ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიები ცნობილია. 

„საქსტატის“ 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობით საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხუთეული შემდეგია (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 1998 წელი, ხოლო 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, 55%-ს კი გოჩა ჩხაიძე.
  • სს ბადაგონი - კომპანია რეგისტრირებულია 2003 წელს, გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძეა.
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2004 წელი. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.
  •  შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 2020 წელი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო.
  • შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2012 წელი და მისი 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.