თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთი ტენდენცია აშკარად იკვეთება: არჩევანი კეთდება არა მხოლოდ დღევანდელი კომფორტის, არამედ მომავალი პერსპექტივის მიხედვით. სწორედ ამ ლოგიკით, მყიდველთა ფოკუსში სულ უფრო ხშირად ხვდება ორთაჭალა - თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული უბანი, რომელიც დღეს მზარდი მოთხოვნის გამო ახალ ურბანულ დატვირთვას იძენს. მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს გასაყიდი ბინები თბილისში, ეს ლოკაცია საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე კაპიტალის სტაბილური ზრდის თვალსაზრისით.
ახალი სტანდარტი: რას ეძებს დღევანდელი მყიდველი?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველის მოთხოვნები საგრძნობლად დაიხვეწა. თუ ადრე მთავარი ორიენტირი მხოლოდ ლოკაცია და ღირებულება იყო, დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა პირობებს გვთავაზობს გასაყიდი ბინები თბილისში, კონკრეტულ კომპლექსში და როგორია ამ კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია: არის თუ არა განვითარებული საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რამდენად ახლოსაა რეკრეაციული ზონა, რა სერვისებია ფეხით სავალ მანძილზე და ა.შ.
ამ მოთხოვნების პარალელურად, შეიცვალა დამოკიდებულება მშენებლობის ადრეული ფაზის მიმართაც. თუ ადრე ბინის მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენა მხოლოდ ფინანსურ შეღავათთან ასოცირდებოდა, დღეს ეს უფრო მეტად არჩევანის თავისუფლებასა და მოქნილობას უკავშირდება. მყიდველისთვის ეს არის შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი საცხოვრებლის პარამეტრები და ისარგებლოს გადახდის ისეთი ინდივიდუალური გრაფიკით, რომელიც მშენებლობის დასრულების ეტაპზე, როგორც წესი, აღარ არსებობს. შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე გაკეთებული არჩევანი დღეს უკვე აღქმულია, როგორც ყველაზე პრაგმატული გზა სასურველი საცხოვრებლის მისაღებად.
ორთაჭალა: რატომ არის ეს უბანი ინვესტორებისთვის მთავარი კოორდინატი?
მტკვრის სანაპირო, ძველი თბილისის სიახლოვე და ის მასშტაბი, რაც ამ უბანს აქვს, ბუნებრივი მოცემულობაა - ამის ხელოვნურად გამეორება სხვაგან შეუძლებელია, თუმცა ბოლო წლებში ეს მოცემულობა შეიცვალა: ის, რაც ადრე მხოლოდ ემოციურ ღირებულებას წარმოადგენდა, დღეს უკვე რაციონალურ არგუმენტად იქცა. ინვესტორები, რომლებიც ქალაქის განვითარების დინამიკას აკვირდებიან, უპირატესობას იმ ლოკაციებს ანიჭებენ, სადაც ადგილის ხასიათი უნიკალურია. სწორედ ამიტომ, ბინები ორთაჭალაში უძრავი ქონების ბაზარზე პოპულარობას წლებია ინარჩუნებს.
ამავდროულად, უბანი აქტიური ტრანსფორმაციის ეტაპზეა, რაც ახალი ინფრასტრუქტურის, კომერციული ობიექტებისა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად ასახული არსებულ ფასებში. ქალაქის სხვა პოპულარულ და უკვე მაქსიმალურად ათვისებულ უბნებში ეს შესაძლებლობის ფანჯარა დიდი ხანია დაიხურა, რადგან ღირებულება უკვე მოიცავს განვითარების ყველა შესაძლო სცენარს. ორთაჭალაში კი ეს პროცესი ახლა შედის აქტიურ ფაზაში, რაც მყიდველს აძლევს შანსს, გააკეთოს არჩევანი იქ, სადაც ფასისა და ლოკაციის პოტენციალის თანაფარდობა დღეს ყველაზე დაბალანსებულია.
ორთაჭალა დღეს: რა შეიცვალა და რატომ?
რამდენიმე წლის წინ ორთაჭალა ძირითადად ტურისტულ მარშრუტებთან ასოცირდებოდა - ლოკაციასთან, რომელსაც სტუმრობდნენ, მაგრამ საცხოვრებლად ნაკლებად განიხილავდნენ. დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია: უბანში ჩნდება ახალი სამუშაო სივრცეები, კომერციული ობიექტები და ბიზნესკლასის საცხოვრებელი პროექტები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ადრე პრაქტიკულად არ არსებობდა. ეს ტრანსფორმაცია იმ მყიდველთა მოთხოვნის შედეგია, ვინც ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს, ღია სივრცესა და ახალ ინფრასტრუქტურას ერთიან კონცეფციაში ეძებს.
ამ პროცესის პრაქტიკული შედეგი ისაა, რომ ორთაჭალა მყიდველს ერთდროულად ორ უპირატესობას სთავაზობს - კომფორტულ ყოველდღიურობას და განვითარების პერსპექტივას. თბილისის სხვა პოპულარულ უბნებში ეს ორი ფაქტორი იშვიათად თანაარსებობს: იქ, სადაც გარემო უკვე მოწყობილია, ფასი მაქსიმუმზეა, ხოლო ხელმისაწვდომი ფასის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურა ხშირად ჩამორჩება მოთხოვნებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორთაჭალა ახლა სწორედ იმ სტრატეგიულ ეტაპზეა, როდესაც ლოკაციის არსებული ურბანული სტატუსი ახალი ტიპის, თანამედროვე პროექტებით მდიდრდება - ეს კი მყიდველისთვის საუკეთესო მომენტია რაციონალური არჩევანის გასაკეთებლად.
ბინის ყიდვა თბილისში - რას ნიშნავს პერსპექტიული პროექტი დღევანდელ ბაზარზე?
ის ფაქტი, რომ ახალი პროექტები თბილისში საკმაოდ მომრავლდა, არჩევანს არ ამარტივებს - პირიქით, გაცილებით პრიორიტეტული ხდება ის სპეციფიკური კრიტერიუმები, რომლებითაც საცხოვრებლები ერთმანეთისგან განსხვავდება. პრაგმატული მყიდველი დღეს პირველ რიგში სამ ფაქტორს აფასებს: ფუნქციურ არქიტექტურულ კონცეფციას, კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურას და დეველოპერის რეალურ გამოცდილებას.
ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროექტის ფინანსურ მდგრადობას. როდესაც მშენებლობას ზურგს უმაგრებს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების, მაგალითად, „საქართველოს ბანკის’’ სრული მხარდაჭერა, ეს მყიდველისთვის სანდოობის ყველაზე პირდაპირი სიგნალია. ასეთი პარტნიორობა ნიშნავს, რომ პროექტმა წარმატებით გაიარა მკაცრი ფინანსური ფილტრი და მშენებლობის პროცესი სტაბილური რესურსითაა უზრუნველყოფილი.
,,კოორდინატი’’ - ახალი საცხოვრებელი სტანდარტი მათთვის, ვინც ორთაჭალას ირჩევს
მტკვრის სანაპიროსთან, ორთაჭალაში, Keystone-ის ბიზნესკლასის კომპლექსი - „კოორდინატი’’ - თანამედროვე მყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება. გიორგი ხმალაძის არქიტექტურული კონცეფციით დაგეგმარებული სამი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკი აერთიანებს იმ სერვისებს, რომლებიც, როგორც წესი, ქალაქის სხვადასხვა წერტილშია გაფანტული. სუპერმარკეტი, კაფე-რესტორნები, Co-working სივრცე, საოფისე ზონა, პადელის მოედანი და 1 ჰექტარზე გაშლილი რეკრეაციული პარკი - ეს არის ერთგვარი პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს გარემო, სადაც მობინადრეს ზედმეტი გადაადგილების გარეშე შეუძლია ყველა საჭიროების დაკმაყოფილება. ამავე იდეას ემსახურება პროექტის ვიზუალური გადაწყვეტაც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ „კოორდინატი’’ საქართველოს ბანკის სრული ფინანსური პარტნიორობით ხორციელდება, რაც პროექტის საიმედოობისა და სტაბილურობის ყველაზე პირდაპირი დასტურია. ფინანსური მოდელი სრულად არის მორგებული მყიდველის ინტერესებს: 44-თვიანი შიდა განვადება და გადახდის ინდივიდუალური გრაფიკები საშუალებას იძლევა, რესურსები წინასწარ განსაზღვრული პირობებით გადანაწილდეს.
ყველა ეს კომპონენტი - სტრატეგიული ლოკაცია, არქიტექტურა, შიდა ინფრასტრუქტურა და გადახდის ხელსაყრელი გრაფიკი, სწორედ ის სურათია, რომელსაც რაციონალური მყიდველი ეძებს. „კოორდინატი’’ ორთაჭალაში არა მხოლოდ ახალი მისამართი, არამედ რეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს პერსპექტიული ლოკაცია და მაღალი სტანდარტის პროექტი ერთი მიზნისთვის: შექმნას საცხოვრებელი, რომელიც გრძელვადიან ღირებულებას სტაბილურად შეინარჩუნებს.