24 ოქტომბერს "არქი" Archi Grand Avenue-ს ბინებზე დიდი ფასდაკლების დღეს გამართავს. სპეციალური შეთავაზება მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს.
21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონასა და სრულყოფილ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს: რესტორნებს, სპორტულ, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს, დასასვენებელ და საბავშვო ზონებს, სპას, საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და ბრენდირებულ რეზიდენციებს. მიწისქვეშა გვირაბი უბანს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს.
პროექტის ფარგლებში ძველი ვაგონთმშენებელი ქარხანა ისტორიული მემკვიდრეობის სრული შენარჩუნებით განახლდება. აქ განთავსდება გასტრონომიული და ტექნოლოგიური ჰაბები, მრავალფეროვანი სავაჭრო ზონა და საბავშვო სივრცე — ახალი ფუნქციები, რომლებიც ისტორიულ ადგილს თბილისის ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად აქცევს.
ერთი წლის წინ Archi Grand Avenue-ს დიდი ფასდაკლების დღეზე 644 ბინა გაიყიდა. „არქის“ მონაცემებით, მას შემდეგ პროექტში უძრავი ქონების ფასი 27–28%-ით გაიზარდა.
დარეგისტრირდი წინასწარ, შეარჩიე სასურველი ბინა და ისარგებლე 24 ოქტომბრის განსაკუთრებული ფასით.
რეგისტრაციისთვის დარეკე: 032 260 26 02.
შეთავაზებით სარგებლობისთვის წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.