რადიო „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Air balloonTbilisi - ის დირექტორმა მეა კაპანაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ ახალი პროდუქტი VR ტური დანერგა, რომელიც ციფრულად აჩვენებს იმ გამოცდილებას, რომელიც რეალური ფრენის დროს ხდება.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტი წარმატებული აღმოჩნდა.

ჩვენ შევქმენით ახალი საინტერესო პროდუქტი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად დავნერგეთ, საუბარია VR ტურებზე, რომელიც რეალური ფრენის გამოცდილებას ვირტუალურ ფორმატში იმეორებს და 170 მეტრის სიმაღლეზე 360 გრადუსში მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ დაათვალიეროს თბილისი და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ვირტუალური გიდის მეშვეობით. აღნიშნული პროდუქტი ჩვენ გასული წლის სეზონის ბოლოდან დავნერგეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ინტერესი ამ მიმართულებითაც მაღალია“. - განაცხადა მეა კაპანაძემ.