აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან შეთანხმების დადება ნამდვილად სურს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მას საქმეს ურთულებენ დემოკრატები და ზოგიერთი რესპუბლიკელები თავიანთი ნეგატიური „ჭიკჭიკით“.

ტრამპი ასევე წერს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს, ოპონენტები მას მაინც აკრიტიკებენ.

„ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება და ეს კარგი იქნება აშშ-სა და ჩვენი მხარდამჭერებისთვის, მაგრამ დემოკრატებს და სხვებს, მათ შორის არაპატრიოტ რესპუბლიკელებს არ ესმით, რომ ჩემთვის გაცილებით რთულია ჩემი საქმის სათანადოდ შესრულება და მოლაპარაკება, როდესაც პოლიტიკური ჰაკერები ნეგატიურად „ჭიკჭიკებენ“, აქამდე უპრეცედენტო დონეზე, ისევ და ისევ, რომ უნდა ვიმოქმედო უფრო სწრაფად ან უფრო ნელა, ან ომში წავიდე, ან არ წავიდე, ან რაც არ უნდა იყოს. უბრალოდ, დასხედით და მოდუნდით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება – ყოველთვის ასეა!“- წერს ტრამპი.

1tv.ge