საქართველოს სატრანზიტო ველის გაზრდის პარალელურად, გაზრდილია მოთხოვნა ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზეც. World Logistics არის კომპანია, რომელიც ჩინეთის სახმელეთო ხაზის მიმართულების სერვის ოპერატორია და საკუთარი სატვირთო ავტომობილების მეშვეობით, ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში ზუსტად 20 დღეში ჩამოაქვს.
რატომ არის მნიშვნელოვანი სახმელეთო გადაზიდვები, სხვა რა საინტერესო სიახლეებით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში კომპანია World Logistics-ის დირექტორმა ეკა დიღმელაშვილმა ისაუბრა.
ეკა დიღმელაშვილის ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკუთარი ავტოპარკი, ასევე, საწყობები ჩინეთის ქალაქებში, საბაჟო-საბროკერო მომსახურება, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ნებისმიერი გარე შეფერხება დროულად მოგვარდეს.
„კომპანია World Logistics 2022 წელს დაარსდა და Silk Road Logistics-ის შვილობილი კომპანია გახლავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გვაქვს, ჩინეთის საწყობებში მიტანიდან ზუსტად 20 დღეში ტვირთი უკვე საქართველოშია. გარდა ამისა, მომხმარებლებისგან წამოვიდა მენეჯერებთან პირდაპირი კომუნიკაციის მოთხოვნა, რადგან სურდათ, მიეღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თავიანთი ტვირთის შესახებ. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ და დავაკომპლექტეთ გუნდი მცოდნე მენეჯერებით, ვისაც უკვე ჰქონდა მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება“, - ამბობს ეკა დიღმელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ასევე დაამატა მორიგი სერვისი - ტვირთების მიწოდება ქუთაისსა და ბათუმში დამატებითი ხარჯების გარეშე.
„სახმელეთოს გარდა, გვაქვს საზღვაო გადაზიდვებიც. ასევე, ესეც მომხმარებლების მოთხოვნა გახლდათ, დაგვემატებინა თურქეთისა და ევროპის მიმართულებები. შესაბამისად, უკვე გვაქვს ორი საწყობი სტამბულის ევროპისა და აზიურ ნაწილებში. ეს საწყობები გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს სტაბილური ფასები, გვყავდეს პარტნიორები ევროპაში და ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან უზრუნველვყოთ ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირება“, - განაცხადა ეკა დიღმელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.